Tuesday, 20 December 2022

საახალწლო კონკურსი IV ბ კლასში ,,ახალი 2023 წელი მათემატიკოსთა ქალაქში,''

 სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქ თბილისის N 16 საჯარო სკოლის IV ბ კლასში 2022 წლის 12 დეკემბერს გამოცხადდა კონკურსი თემაზე

,, ახალი 2023 წელი ში''მათემატიკოსთა ქალაქში''

კონკურსის მიზანია:
1. მოსწავლეებმა გამოავლინონ შემოქმედებითი უნარები
2.გაიზიარონ პასუხისმგებლობა,აუმაღლდეთ მოტივაცია და გამოავლინონ კეთებით სწავლისადმი უნარ-ჩვევები
3.სწორად განკარგონ და გამოიყენონ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და მიანიჭონ მათ ახალი დანიშნულება.
კონკურსის მონაწილეებმა ნამუშევრების შექმნისას უნდა გაითვალისწინონ შემდეგი პირობები:
1. თითოეული მონაწილე წარადგენს მხოლოდ ერთ ნამუშევარს
2. ნამუშევარი უნდა იყოს კვადრატის ფორმით,რომლის გვერდის სიგრძეა 40 სმ
3.ნამუშევარი უნდა პასუხობდეს თემას,გამოყენებული უნდა იქნეს ციფრები,ფიგურები და ნებისმიერი რამ რაც მათემატიკასთან არის კავშირში.
გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან და მათი ნამუშევრები განთავსდება სკოლის ფეისბუქ გვერდზე
ნამუშევრები წარმოდგენის ბოლო დღეა 2022 წლის 25 დეკემბერი


მოსწავლეთა ნამუშევრები










რეფლექსია

6 comments:

  1. შენნაირი პედაგოგები უნდა ჩვენს ქვეყანას!🥰

    ReplyDelete
  2. საუკეთესო პედაგოგის თანამედროვე,კონსტრუქტუვისტული მიდგომებით სავსე ,სახალისო და საინტერესო აქტივობები ვნახე სოფო ხელაძის ბლოგზე.
    სოფო,საუკეთესო პედაგოგი ჰყავს შენს მოსწავლეებს.მეამაყება ,რომ გიცნობ და ულევ წარმატებას გისურვებ ❤️❤️
    დიდი სიყვარულით და პატივისცემით თინათინ ლეკიაშვილი.ბოდბის საჯარო სკოლის პედაგოგი.

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა თინათინ,მახარებს ის ,რომ საერთო საქმესთან ერთად მეგობრობა მაკავშირებს თქვენთან,მუდამ სიახლებზე ორიენტირებულ,მაძიებელ კოლეგასთან.

      Delete
  3. კეთებით სწავლა ზუსტად ესაა,ყოჩაღმასწავკებელს და მოსწავლეებს❤️❤️❤️
    სოფო,საუკეთესო ხარ❤️

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა,ვცდილობ საინტერესო გავხადო სწავლის პროცესი,მიხარია როცა შედეგს მოსწავლეების ცნობისმოყვარე მზერაში ვხედავ.

      Delete