2022 წლის 30 ნოემბერს დავესწარი ტრენინგს ,,ბლოგის შექმნა'' ტრენერი გიორგი საკანდელიძე
გადავწყვიტე ჩემი ელექტრონული პორტფოლიო გავაკეთო ბლოგის სახით, ზემოთ აღნიშნული ტრენინგი ძალიან დამეხმარა ამ მიმართულებით.
ტრენიგის ფარგლებში გავეცანი
1) ახალი ბლოგის შექმნას
2) პოსტის გამოქვეყნებას
3) ბლოგის დიზაინის მორგებას
ბლოგი ეს არის შესანიშნავი საშუალება სადაც მასწავლებელს შეუძლია რეგულარულად გამოაქვეყნოს მის მიერ ჩატარებული აქტივობების შესახებ.ასევე ნებისმიერი ციფრული პროდუქცია,მის მიერ შექმნილი სსწავლო რესურსის სახით.ბლოგი კარგად არის ინტეგრირებული გუგლის სხვადასხვა ინსტრუმენტებთან რაც უფრო პროდუქტიულს ხდის მასწავლებლის საქმიანობას.
გავეცანი ბლოგის ინტერფეისს,როგორ გამოვიყენოთ ბლოგი გარკვეული სახის ინფორმაციის შესაგროვებლად,როგორ ჩავაშენოთ ბლოგში გუგლდრაივში ატვირთული ნებისმიერი ციფრული მასალა.
გავეცანი ბლოგის ფერებისა და ზომების კონფიგურაციებს,პარამეტრების კორექტირებას,ბლოგის დიზაინის შეცვლას,ბლოგზე გვერდების დამატებას,პოსტების გამოქვეყნებასა და შენახვას.ზოგიერთი ჩანართის გამოქვეყნებას.

No comments:
Post a Comment