პროექტის მიზანია:პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა,მოსწავლეთა შორის საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებისა და თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბება.კონფლიქტების პრევენცია
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა შემდეგი აქტივობები:
1.დაიგეგმოს და განხორციელდეს გაკვეთილები შემდეგ საკითხებზე:
ა) რა არის კონფლიქტი
ბ)კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები
გ) კონფლიქტის დადებითი მხარეები
დ) კონფლიქტის მინიმუმამდე დაყვანის შესახებ სტრატეგიები.
ე) მოსწავლეთა მიერ ბრაზის თერმომეტრის პლაკატის შექმნა.
2. თითოეულ სკოლაში დაიგეგმოს და განხორციელდეს მათემატიკური ვიქტორინა III კლასის მოსწავლეებს შორის (სასკოლო ტური)
3. დაიგეგმოს და განხორციელდეს ერთობლივი მათემატიკური ვიქტორინა ორი სხვადასხვა სკოლის III კლასელ მოსწავლეთა შორის ( ფინალური ტური სკოლებს შორის)
მზადება ვიქტორინის სასკოლო ტურისთვის
პროექტის შემადგენელი აქტივობებიდან ერთ-ერთი აქტივობაა მათემატიკური ვიქტორინა,რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის ჯგუფურ დავალებებს.თითოეული აქტივობის შეფასების კრიტერიუმები ერთობლივად შემუშავებულია მათემატიკის კათედრის წევრების მიერ.ვიქტორინის მიმდინარეობისას მოსწავლეების ჩართულობას აკვირდებოდნენ სკოლის ფსიქოლოგი ბატონი უშანგი ჩირგაძე და კათედრის წარმომადგენელი ქალბატონი ნინო ასლამაზაშვილი.
პირველი სასკოლო ტურის შემდეგ შეირჩნენ მოსწავლეები რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სკოლის გარეთ დაგეგმილ მსგავსი ტიპის აქტივობებში.
მოსწავლეები შეფასდნენ შემდეგი კრიტერიუმებით:
1. საგნობრივი კომპეტენცია
2. ლოგიკური აზროვნება
3. თანატოლებთან თანამშრომლობა
4.მობილიზებულობისა და ჩართულობის ხარისხი
ვიქტორინის მეორე ტურის მზადებისას ,საოლიმპიადე ამოცანების განხილვის პარალელურად მოსწავლეებს მიეცათ საშუალება ეტაპობრივად გაექტიურებინათ არსებული ცოდნა, მათ გაიმეორეს შემდეგი თემები:
1.გეომეტრიული ფიგურები
2.ზომის ერთეულები
3.კანონზომიერება
4.მასის ერთეულები
5. ფულის ერთეულები
6.გამრავლების ტაბულა
გამეორებისთვის ჩავატარე 3 გაკვეთილი სკოლის ბიბლიოთეკაში სადაც სხვადასხვა ციფრული რესურსების გამოყენებით მოსწავლეებს ვუჩვენე პრეზენტაციები,ასევე მოსწავლეები ინდივიდუალურად ასრულებდნენ დახურულ ბოლოებიან სავარჯიშოებს.
გამოყენებული ინტერნეტ-რესურსები:
58-ე სკოლაში ჩატარებული ფინალური ვიქტორინა
საინტერესოდ იყო დაგეგმილი ორი სკოლის მოსწავლეებს შორის მათემატიკური ,,ვიქტორინა'', რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია ორივე მხრიდან, საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ პირველად ნახეს ერთმანეთი ორივე სკოლის მოსწავლეებმა და ამ ,,ვიქტორინის'' დროს გაიცნეს ერთმანეთი. მეც დიდი ინტერესით ვისმენდი, აგრეთვე ძალიან მომეწონა შერჩეული აქტივობები. N58 საკარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ქეთი გორდელაძე.
ReplyDeleteსაინტერესო აქტივობებია,გათვლილი გააზრებაზე, რაც დღეს ყველაზე აქტუალურია სწავლა სწავლების პროცესში. წარმატებები.ჩემს კლასშიც განვახორციელებ ამ საინტერესო აქტივობებს.
ReplyDelete