არაფორმალური განათლება წარმოადგენს მასწავლებლის მიერ დაგეგმილი პროცესს,როდესაც სასწავლო ამოცანები წინასწარ არის განსაზღვრული.
ჩემი პედაგოგიური საქმიანობის დაწყების დღიდან უწყვეტად დღემდე მყავს სადამრიგებლო კლასი,შესაბამისად ყოველწლიურად ვგეგმავდი და ვახორციელებდი აქტივობებს არაფორმალური განათლების მიმართულებით.
ვთვლი რომ მსგავსი აქტივობები,როგორიცაა სკოლის გარეთ დაგეგმილი ღონისძიებები დადებითად აისახება მოსწავლის ფიზიკური,ემოციური და სოციალურ მიმართულებით.
მოსწავლეები ხალისით ერთვებიან აქტივობებში,უჩნდებათ მიკუთვნებულობის განცდა,გათვალისწინებულია მათი ინტერესები,იმყოფებიან არაკონკურენტუნარიან გარემოში,ყურადღება მიპყრობილია არა ერთ მოსწავლეზე არამედ მოსწავლეთა ჯგუფზე
მოსწავლეთა მიერ ხდება სასწავლო პროცესში მიღებული გამოცდილების დაკავშირება ცხოვრებისეულ რეალობასთან, ერთმანეთისგან სწავლა,თანამშრომლობის ხელშეწყობა და დიალოგისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა.
ექსკურსია ყაზბეგში (დარიალის ხეობა,გერგეთის სამება,2019 წ) IX ბ კლასი
ექსკურსია ძამას ხეობაში XII ბ კლასი ( 2021წ)
https://docs.google.com/presentation/d/1vZscoy8LkcnrUrqcDNrC_3UZbtrHsd56/edit#slide=id.p1
No comments:
Post a Comment