Sunday 24 March 2024

21 მარტი მზის შვილების დღე, გაკვეთილი დაუნისსინდრომის შესახებ I ბ კლასში

 









დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება I ბ კლასში

 გაზაფხული წელიწადის ყველაზე მშვენიერი დროა, დრო ბუნების გამოღვიძებისა, მთელი სამყაროს განახლებისა.სამყარო კი წარმოუდგენელია დედის გარეშე.დედა სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულისა და სიხარულის გამზიარებელი, ის საუკეთესო მრჩეველი და მეგობარია, რომელიც ყოველთვის უსმენს და ეხმარება შვილს. სწორედ გაზაფხულის შემობრძანებისა და დედის დღის აღსანიშნავად ჩატარდა ღონისძიება ,,დედის დღე და გაზაფხული, ერთად მოგვილოცნია" 1 ბ კლასში.( დამრიგებელი:სოფო ხელაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ქეთევან თოლორაია, მუსიკის მასწავლებელი: ნინო გრძელიშვილი). საზეიმოდ მორთული დარბაზი, ფერად, ლამაზ ტანსაცმლებში გამოპრანჭული პატარები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, განსაკუთრებით ახარებდათ დედების ზეიმზე ყოფნა და მათთვის ყვავილებისა და საკუთარი ხელებით დამზადებული მისალოცი ბარათების მირთმევა. თემატურმა ლექსებმა, სიმღერებმა და ცეკვებმა შექმნა საზეიმო განწყობა.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების საჯარო გამოსვლისათვის უნარებისა და გამართული ზეპირმეტყველების გამომუშავების ხელშეწყობა .
















Thursday 11 January 2024

მათემატიკური ვიქტორინა IV კლასებში

 19 დეკემბერს მე-4 ა და მე-4 ბ კლასებში ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინის ფინალური ტური, რომელშიაც მონაწილეობა მიიღეს საკლასო ტურში საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებმა. თამაში წარიმართა საინტერესოდ და სახალისოდ.გამოვლინდა ორი გამარჯვებული გუნდი.გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.დანარჩენმა მოსწავლეებმა მიიღეს სიგელები ვიქტორინაში მონაწილეობისათვის!

იხილეთ ბმულით შესაბამისი ფოტომასალა

Thursday 7 September 2023

2022-2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების შესახებ

 ჩემი სადამრიგებლო XII ბ კლასის მოსწავლეებიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს:

1.გვანცა ჯანეზაშვილი-ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი -100%

2.თორნიკე ქარჩავა-ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი -100%

3.ერეკლე ქარჩავა- თბილისის სახელმწიფო კონცერვატორია-100%

4 .მარიამ ხიდაშელი-სამხატვრო აკადემია-100%

5.გიორგი სირაძე- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი -70%

6.ხათუნა თამარაშვილი-კავკასიის უნივერსიტეტი -70 %

7.გიორგი ტლაშაძე-ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი-50%

8.მარიამ გულიაშვილი-საქართველოს უნივერსიტეტი-50%

  ვულოცავ ჩემს მოსწავლეებს და მომავალშიც დიდ წარმატებებს ვუსურვებ.

Thursday 13 July 2023

სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქთბილისის N 16 საჯარო სკოლის მედალოსნების დაჯილდოვება

   გლდანის რაიონის გამგეობისა და ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით 2023 წლის 11 ივლისს გაიმართა ამავე რაიონის სკოლების მედალოსანი კურსდამთავრებულების დაჯილდოვება.

   დაჯილდოვდნენ სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქ თბილისის N 16 საჯარო სკოლის XII ბ კლასის ოთხი მოსწავლე:

1.ნინო მიმინოშვილი

2.ხათუნა თამარაშვილი

3.მარიამ გულიაშვილი

4.გვანცა ჯანეზაშვილი

დამრიგებელი სოფიო ხელაძე









   მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და სახელობითი კალმები.






Thursday 22 June 2023

შემაჯამებელი კონფერენცია ,,ck-12 ინკლუზიური და ხაარისხიანი განათლებისათვის''

2023 წლის 22 ივნისს გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია „CK-12 ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის“.

კონფერენციის მიზანი საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის გავრცელების გამოცდილების შეჯამება და Ck-12 სკოლების ქსელის მუშაობის კარგი პრაქტიკების გაზიარება.
კონფერენცია ჩატარდა განათლების კოალიციის ინიციატივით, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, CK-12-ის საერთაშორისო პლატფორმასთან თანამშრომლობით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.











Saturday 20 May 2023

XII ბ კლასის ბოლო ზარი .დამრიგებელი ს.ხელაძე 2022-2023 სასწ.წელი

 2023 წლის 19 მაისს სსიპ დ.სარჯიშვილის სახელობის ქ თბილისის N 16 საჯარო სკოლაში ჩატარდა XII ბ კლასის ბოლო ზარის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება(დამრიგებელი ს.ხელაძე)










ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სკოლაში გატარებული პერიოდის ფოტოკოლაჟი,მოსწავლეთა და მასწავლებელთა წერილების პრეზენტაცია.
სკოლასა და პედაგოგებთან ღირსეული თანამშრომლობისთვისა და აქტიური ჩართულობისთვის,მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ მშობლები.სიმბოლური საჩუქრებითა და სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის დაჯილდოვდნენ მოსწავლეებიც.
კლასის დამრიგებელმა და XII ბ კლასის მოსწავლეებმა მადლობა გადაუხდეს. და ყვავილებით დაასაჩუქრეს დამრიგებელი,კლასში შემსვლელ ყველა პედაგოგი და დირექციის წარმომადგენლები.
ღონისძიებას მთელი მიმდინარეობისას თან სდევდა დადებითი ემოციები,იყო ცრემლიც რომელიც სკოლასთან განშორებას თან ახლავს.თითოეულ მოსწავლეს ვუსურვებთ წარმატებეს ცხოვრების ახალ ეტაპზე.




წერილი მოსწავლეს(მასწავლებელს)20 წლის შემდეგ







მშობლების მილოცვა


მშობლების დაჯილდოვება








მოსწავლეების დაჯილდოვება



N 16 სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეები ნუცა კობიაშვილი და გიგი კვეკვესკირი ცეკვა ქართული





სკოლის ეზო დამშვიდობება