გაზაფხული წელიწადის ყველაზე მშვენიერი დროა, დრო ბუნების გამოღვიძებისა, მთელი სამყაროს განახლებისა.სამყარო კი წარმოუდგენელია დედის გარეშე.დედა სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულისა და სიხარულის გამზიარებელი, ის საუკეთესო მრჩეველი და მეგობარია, რომელიც ყოველთვის უსმენს და ეხმარება შვილს. სწორედ გაზაფხულის შემობრძანებისა და დედის დღის აღსანიშნავად ჩატარდა ღონისძიება ,,დედის დღე და გაზაფხული, ერთად მოგვილოცნია" 1 ბ კლასში.( დამრიგებელი:სოფო ხელაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ქეთევან თოლორაია, მუსიკის მასწავლებელი: ნინო გრძელიშვილი). საზეიმოდ მორთული დარბაზი, ფერად, ლამაზ ტანსაცმლებში გამოპრანჭული პატარები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, განსაკუთრებით ახარებდათ დედების ზეიმზე ყოფნა და მათთვის ყვავილებისა და საკუთარი ხელებით დამზადებული მისალოცი ბარათების მირთმევა. თემატურმა ლექსებმა, სიმღერებმა და ცეკვებმა შექმნა საზეიმო განწყობა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
-
კომპლექსური დავალება IV ბ კლასში თემა :ზომის ერთეულები მოძრავი მანქანის დამზადება 2023 წლის თებარვალში სიპ დ.სარაჯიშვილის სახელობის N 16 ...
-
19 დეკემბერს მე-4 ა და მე-4 ბ კლასებში ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინის ფინალური ტური, რომელშიაც მონაწილეობა მიიღეს საკლასო ტურში საუკეთესო...
-
2023 წლის 22 ივნისს გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია „CK-12 ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის“. კონფერენციის მიზანი საქართველოში საე...








No comments:
Post a Comment