სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქ თბილისის N 16 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია მათემატიკაში.
კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებიანათ მათემატიკის მნიშვნელობა ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში,ასევე საგანმანათლებლო რესურსს პლათფორმა CK 12 ის გამოყენებით მოეხდინათ მათემატიკის სწავლების პროცესში თეორიული მასალის გააზრებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობა.
იდეამ კონფერენციის ჩატარების შესახებ თავიდანვე გამოიწვია მოსწავლეთა დაინტერესება,მზადების პროცესში აქტიურად ვაწვდიდი რეკომენდაციებს,განმავითარებელ უკუკავშირებს. IX ა კლასის მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავე შეფასების კრიტერიუმები
https://docs.google.com/presentation/d/1zwy_TxE58K1Za4mgftwbo32JTbJD9pEd/edit#slide=id.p1
https://docs.google.com/presentation/d/1_PrltsVFkzEYu31xYciOe65AEg1uYP0s/edit#slide=id.p1
რეფლექსია
კონფერენციაში მონაწილეობდნე XI ა კლასის მოსწავლეები,კონფერენციის
ჩატარება გადავწყვიტე რადგან,ვაკვირდებოდი სკოლაში მინდინარე რა ტიპის აქტივობებში იყვნენ მოსწავლეები
ჩართულნი.ასევე მოსწავლეებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს მეშვეობით,მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის
რუტუნული სწავლების სტილი ნაკლებად სააინტერესო აღმოჩნდა.ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან
გამომდინარე გადავწყვიტე დამეგეგმა კონფერენცია,სადაც მოსწავლეებს თავად ექნებოდათ
შესაძლებლობა აერჩიათ მათთვის საინტერესო თემები და ემსჯელათ ამ თემების აქტუალობაზე.
სწავლების
ასეთი მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლეების პიროვნულ და სოციალურ განვითარებას,ცვალებად
კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის,
გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარის განვითარებას,ინფორმაციული
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური
მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს არჩეულ თემებზე პრეზენტაციები.იმსჯელეს და გაუზიარეს ერთმანეთს ის გამოცდილება რაც მათ მიიღეს ახალი საგანმანათლებლო პლათფორმა ck 12 ით მუშაობის დროს.გაიაზრეს თეორიული მასალის პრაქქტიკაში გადატანის მნიშვნელობა.
კონფერენციას ესწრებოდნენ პედაგოგები სხვადასხვა
კათედრიდან და მშობლები.
კონერენციის შესახებ ინფორმაცია განთავსდა სკოლის ფეისბუქგვერდზე.
ინფორმაცია კონფერენციის შესახებ გამოქვეყნდა etaloni.ge ზე.
No comments:
Post a Comment