პროექტის ხელმძღვანელი: სოფიო ხელაძე
პროექტში მონაწილეები: VI გ კლასის მოსწავლეები, მათემატიკისა და მუსიკის მასწავლებლები ს.ხელაძე და ი.ურუშაძე
ხანგრძლივობა 2 კვირა
ბიუჯეტი რესურსი ადამიანური რესურსი, ინტერნეტი, პროექტორი, ოთახი, კალამი, თაბახის ფურცლები, სახელმძღვანელო
პროექტის სახელწოდება
,,რიცხვებისა და ჰარმონიის სამყაროში''
პროექტზე
დაფუძნებული სწავლება ინტერაქტიული მეთოდია, რომელიც მრავალმხრივ სამუშაოში მოსწავლეთა
მაღალ თანამშრომლობით ჩართულობას მოითხოვს. პროექტული სწავლების გზით მოსწავლეებს შეუძლიათ
კვლევითი და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება. ამას გარდა, მოზარდებს ეძლევათ
საკომუნიკაციო უნარების დახვეწის შესაძლებლობაც.
VI კლასში მოსწავლეები
ეცნობიან წილდებს და მათზე მოქმედებებს,პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ საგანთა
შორის არსებული კავშირების დადგენა და გააზრება.რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკისა და
მათემატიკის ურთიეთკავშირი,სად გხვდება ეს
ურთიერთკავშირი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პროექტის
მიზანია აგრეთვე მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა,საგნობრივი კათედრების
გააქტიურება,ურთიერთთანამშრომლობითი კულტურის გააქტიურება.
პროექტის დაგეგმვა
პროექტი
დაიგეგმა საგნის პედაგოგების მიერ( ს.ხელაძე,ი.ურუშაძე)პირველ სამუშაო შეხვედრაზე ვიმსჯელეთ
რა ტიპის აქტივოვების განხორციელებით შევძლებდით მოსწავლეთა დაინტერესებას,მოტივირებასა
და ჩართულობას.მოვიძიეთ და შევარჩიეთ შესაბამისი რესურსები,როგორც მატერიალური ასევე
ინტერნეტრესურსის სახით.
სტანდარტი
მათ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ და შერეულ წილადებს; უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს, მთელ და წილად ნაწილებს; გამოსახავს ერთეულის ნაწილებს რიცხვით სხივზე და აღნიშნავს ტოლ ნაწილებს; ითვლის ასეთი ნაწილების შესაბამისი ბიჯით (მათ შორის ერთეულის გავლით);
არსებული მდგომარეობა
რა მდგომარეობაა ამ მომენტისათვის? რა პრობლემები არსებობს? მოსწავლეებმა იციან წილადის ცნება, მნიშვნელი, მრიცხველი. შეუძლიათ განასხვაონ წესიერი და არაწესიერი წილადები, თუმცა მოსწავლეები ვერ აკავშირებენ მათემატიკაში შესწავლილ თემებს პრაქტიკულ ამოცანებთან, ვერ ამყარებენ კავშირს გარე სამყაროს ფაქტებთან და მოვლენებთან, რის გამოც დაბალია მათი სწავლის მოტივაცია.
განსახორციელებელი ამოცანები:
რა უნდა გაკეთდეს? რა თანმიმდევრობით? რა დროში?
1. მოსწავლეთა საჭიროების დადგენა.(1-2 დღე)
2. პროექტის მიზნების და ამოცანების გაცნობა (3 დღე)
3. მოსწავლეთა ინტერესის გაძლიერებისთვის მათემატიკის გაკვეთილი სკოლის ბიბლიოთეკაში(4 -5 დღე)
4. ყველა მოსწავლის ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით ფუნქციების გადანაწილება (6 დღე)
4. პროექტის მიდინარეობის თაობაზე შუალედური დაკვირვების ჩატარება, შეგროვილი მასალების ანალიზი, შეფასება მონიტორინგის ჯგუფის (პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი, მოსწავლეები) მიერ (7-8დღე)
5. პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ შეფასებისა და თვითშეფასების კრიტერიუმების შეიმუშავება. (9 დღე)
6.მუსიკის მასწავლებლის ი.ურუშაძის მიერ ჩატარებული გაკვეთილი ,,გრძლიობების შესახებ''( 10 დღე)
7. თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება (11,12,13,14დღე) და დაევალათ შესაბამის დავალებებზე პრეზენტაციების მომზადება
8.პროექტის მონაწილეთა პრეზენტაცია
შედეგი:
ბოლოს რა შედეგზე გვსურს გასვლა? გაიზრდება მოსწავლეთა საგნის შესწავლის მოტივაცია. მოსწავლეები დააკავშირებენ მათემატიკის სხვადასხვა ნაწილებს. დაამყარებენ უშუალო კავშირს გარე სამყაროს ფაქტებთან და მოვლენებთან. დაგეგმავენ საკუთარ მოქმედებებსა და დროს. გააკონტროლებენ საკუთარ სწავლას.
პროექტის შეფასება
როგორ , რა ინსტრუმენტებით განვსაზღვრავთ,როგორ მიმდინარეობს მუშაობის
პროცესიდაგავედით
თუ
არაშედეგზე?
პროექტის შეფასების კრიტერიუმები:
I გაკვეთილი













No comments:
Post a Comment